:: FC SABURTALO ::
  მთავარი გვერდი    კლუბის ისტორია    ჩვენს შესახებ    ადმინისტრაცია    ინფრასტრუქტურა    გუნდები    სპონსორები    კონტაქტი  
     
 Copyright C 2008 FC Saburtalo


 
 

ისევ მოგება

 

"საბურთალომ" ტრაბზონში მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა. ამჯერად, ჩვენი მეტოქე "სებათსპორის" საფეხბურთო სკოლის გუნდი გახლდათ და "საბურთალომ" ისევ გაიმარჯვა - 4:0.

ბურთები გაიტანეს გიორგი ჭანტურიამ, ბესიკ ამაშუკელმა, მამუკა კობახიძემ და დავით გელაშვილმა.
 

.. "საბურთალოს" პრეს-სამსახური - 20.02.2008


 Copyright C 2008 FC Saburtalo


 
 

დაცვას მიხედეთ, დაცვას!

 

საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" 1992-93-წლიანთა გუნდი თურქეთის ქალაქ ტრაბზონში ემზადება. გიორგი დევდარიანისა და გურამ ჩომახიძის გაწვრთნილებმა დღეს ტრაბზონში პირველი საკონტროლო მატჩი გამართეს.

ჩვენი მეტოქე ტრაბზონის საფეხბურთო სკოლის გუნდი "ტელეკომი" გახლდათ. "საბურთალომ" მეტოქე 14:1 გაანადგურა.
 

.. "საბურთალოს" პრეს-სამსახური - 14.02.2008


 იბერია ბიზნეს ჯგუფის დაფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი
  იბერია ბიზნეს ჯგუფის დაფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი


 
 

გილოცავთ!

 

საფეხბურთო სკოლა "საბურთალო" დაბადების დღეს ულოცავს სკოლის პრეზიდენტს და "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დაფუძნებელ ტარიელ ხეჩიკაშვილს.

 
გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
 
 

.. "საბურთალოს" პრეს-სამსახური - 13.02.2008


 თურქეთში მომზადება დაიწყო


 
 

თურქეთში მომზადება დაიწყო

 

10 თებერვალს თურქეთში "საბურთალოს" 1992-93 წლებში დაბადებულთა გუნდი გაემგზავრა. "საბურთალო" ტრაბზონში დაბანაკდა და ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების გუნდებთან 4 საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

დელეგაციაში 31 წევრია:

საფეხბურთო სკოლის დირექტორი: კახა ამირიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გურამ ჩომახიძე

მეკარეების მწვრთნელი დავით დუიშვილი.

გუნდის უფროსი: ირაკლი ფაჩუაშვილი

გუნდის ექიმი: ემზარ ჭუმბურიძე

ფეხბურთელები:

ბექა მუმლაძე

ზურაბ ლუკავა

არჩილ ტვილდიანი

ნიკა ფოცხვერია

ნიკა გიგანი

გიორგი ცხაკაია

მამუკა კობახიძე

ბესიკ ამაშუკელი

ლუკა ლორია

დავით ხოჭოლავა

ოთარ დოლიძე

თორნიკე ნემსაძე

გივი აბდუშელიშვილი

გოგიტა სართანია

ვალერი ყაზაიშვილი

გიორგი ჯამარაული

გიორგი ფურცელაძე

გიორგი ღლონტი

გიორგი ჯღარკავა

როსტომ გეწაძე

ლაშა ბრაჭული

ლაშა პარუნაშვილი

გიორგი ჭანტურია

თორნიკე ძაძუა

დავით გელაშვილი

.. "საბურთალოს" პრეს-სამსახური - 10.02.2008


 გოგიტა გოგუა - დევდარიანს და "საბურთალოს" წარმატებებს ვუსურვებ
  გოგიტა გოგუა - დევდარიანს და "საბურთალოს" წარმატებებს ვუსურვებ


 
 

გოგიტა გოგუა - დევდარიანს და "საბურთალოს" წარმატებებს ვუსურვებ

 

გოგიტა გოგუა, საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის "სპარტაკის" ნახევრამცველი, დიდ ფეხბურთში გიორგი დევდარიანის ხელში დაწინაურდა. საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელთან მუშაობის შედეგია, მისით ჯერ ახალგაზრდული ნაკრების, შემდეგ კი ეროვნული გუნდის ხელმძღვანელები რომ დაინტერესდნენ.

გოგიტა "საბურთალოს" პრეს-სამსახურს ლატვიასთან მატჩის შემდეგ ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საფეხბურთო სკოლა წარმატებით იმუშავებს და ქართულ ფეხბურთს საიმედო მომავალს გაუზრდის.

- გოგიტა, შენ თავად "21- საუკუნის" გაზრდილი ხარ, მაგრამ როგორც ვიცით, დიდ ფეხბურთში გიორგი დევდარიანმა დაგაწინაურა.

- დიახ, ასეა. დიდ ფეხბურთში მოხვედრა უდიდეს პრობლემად მექცა, ბევრმა მწვრთნელმა დამიწუნა, გუნდებში უიმედოდ ვისინჯებოდი და ლამის ბუცები ჩამოვკიდე, მერე, ჩემდა ბედად, გიორგი დევდარიანმა შემნიშნა და გუნდში დამტოვა.

- როგორც ვხვდებით, "თბილისის" პერიოდს იხსენებ.

- დიახ, "თბილისი" ახლად ჩამოყალიბებული იყო. მაშინ დევდარიანი მთავარი მწვრთნელის, თემურ ლორთქიფანიძის ასისტენტი გახლდათ. შერჩევები რომ დამთავრდა, გიორგიმ ბატონ თემურს უთხრა, ეს ბიჭი გასაშვები არ არისო და მისი რეკომენდაციით დამტოვეს.

მანამდე ბევრი იმედგაცრუება გადავიტანე, ისე მიწუნებდნენ, ნორმალურად არც მაკვირდებოდნენ. დევდარიანი კი გულისხმიერად მომექცა და ჩემში დაინახა ის, რასაც ბევრი ვერ ხედავდა.

- გიორგი დევდარიანს როგორ დაახასიათებ?

- არაორდინალურია, მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და რაც მთავარია, ფეხბურთელს არასდროს ჩაგრავს. გიორგიმ ცხოვრებაში წინსვლის შანსი მომცა და ბევრი რამ მასწავლა. დარწმუნებული ვარ, ის ბავშვები, ამჟამად "საბურთალოში" გიორგის ხელმძღვანელობით რომ ვარჯიშობენ, ასევე ძალიან ბევრს შეიძენენ, ღირსეული ფეხბურთის თამაშს ისწავლიან, პიროვნებად ჩამოყალიბდებიან და საქართველოს გამოადგებიან. გიორგისნაირი მწვრთნელები საქართველოში სანთლით საძებნია და გაფრთხილება სჭირდება.

მსურს გიორგის და მთლიანად, საფეხბურთო სკოლას და გუნდ "საბურთალოს" დიდი წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებულიც ვარ, ასეთი სპეციალისტის ხელმძღვანელობით წარმატებები სავსებით შესაძლებელია.

ამას გარდა, "საბურთალო" ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ფეხბურთელის და ადამიანის, გიორგი ნემსაძის სახელობისაა, ცნობილი პროფესიონალები მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, მალე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გახდება.
 

.. "საბურთალოს" პრეს-სამსახური - 07.02.2008

 


     
  ინტერვიუ ს.კ. საბურთალოს გენერალურ დირექტორთან კახა ჭუმბურიძესთან
  ინტერვიუ ს.კ. საბურთალოს გენერალურ დირექტორთ კახა ჭუმბურიძესთან.

 

 ფოლკსვაგენი - გენერალური სპონსორი
  გენერალური სპონსორი  


 
 

სამედიცინოში ექს-დინამოელებმა კლუბი ჩამოაყალიბეს

გერმანელები მალე ჩამოდიან და სტადიონს ავაშენებთ...
 

თბილისის "დინამოდან' წამოსვლის შემდეგ, კახა ჭუმბურიძის საქმიანობაზე არაფერი გვსმენოდა. როგორც აღმოჩნდა, კახა თავის ძველ მეგობრებთან ერთად დიდი საქმეს შესჭიდებია - მან, გიორგი ნემსაძემ, დავით პეტრიაშვილმა და გიორგი დევდარიანმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფთან" ერთად საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ფეხზე დაყენება და საქართველოში საუკეთესო სკოლად გადაქცევა გადაწყვიტეს.

- ყველაზე ცნობილი ქართული კლუბის შემდეგ, საფეხბურთო სკოლა მცირე სარბიელი არ არის?

- არა, რატომ? "საბურთალოს" მეპატრონე შეეცვალა, ჰოლდინგმა "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" აიყვანა, ჩვენთან ბევრი ცნობილი და კვალიფიციური ადამიანი შეიკრიბა და სკოლის მიზნები მთლიანად შეიცვალა. გადაწყვეტილია გუნდის ჩამოყალიბებაც, სკოლას კლუბი მიებმება.

- კლუბი რომელ ლიგაში თამაშებს?

- ეს მალე გადაწყდება  - მეპატრონის შესაძლებლობისა და კლუბის ამბიციის შესაბამისად. არ გვსურს მოვლენებს გავუსწროთ, გეგმებს მიზანმიმართულად განვახორციელებთ.

- ასეთი რა მიზნები დაისახეთ?

- კლუბის ყველანაირად გაძლიერება, უპირველესად, სტრუქტურულად. ძლიერი სკოლის და კლუბის ჩამოყალიბება სხვაგვარად წარმოუდგენელია. მეორე - სკოლამ კლუბი მუდმივად უნდა მოამარაგოს ძლიერი ფეხბურელებით. მესამე მიზანი წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებში პარტნიორი სკოლის და გუნდის მოძებნაა.

- სურვილი კარგია, რეალური ნაბიჯები თუ გადადგით?

- 10-12 იანვარს მე და დათო პეტრიაშვილი მაგდებურგს ვესტუმრეთ, რაც ამ ქალაქში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ზვიად შელიას ხელშეწყობით მოხერხდა. "მაგდებურგი" დღეს რეგიონალლიგაშია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გერმანული კლუბია, 1974 წელს თასების თასი აიღო, სადაც ფინალში წინა წლის გამარჯვებული "მილანი" 2:0 დაამარცხა. ერთი სიტყვით, ისტორიული კლუბია, რომელთან თანამშრომლობაც ჩვენთვის სასიამოვნოცაა და სასურველიც.

- თუმცა, დღეს, დიდი სახელი აღარ აქვს.

- სამაგიეროდ, დიდი პერსპექტივა გააჩნია. ნანახით გაოცებული დავრჩით. "მაგდებურგს" გამართული ინფრასტრუქტურა აქვს, ხუთი ბალახის მოედანი, ხუთიც ხელოვნურსაფარიანი, 27-ათასიანი სტადიონი, ორი დახურული დარბაზი, საცხოვრებელი კომპლექსი და კიდევ ბევრი რამ. და გუნდი მესამე ლიგაშია (?!) ასეთი გამართული ინფრასტრუქტურა კლუბის სოლიდურობაზე მეტყველებს და რა თქმა უნდა, მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის საინტერესოა. უახლოეს პერიოდში, მეორე ბუნდესლიგაში გადასვლა და ძველი სახელის დაბრუნება სურთ. გამომდინარე აქედან, პარტნიორობა კიდევ უფრო სასურველი გახდებაა.

- ვიზიტი შედეგიანად დასრულდა?

- დიახ, შევთანხმდით, გაზაფხულზე "მაგდებურგის" პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი თბილისში გვესტუმრებიან და საბოლოო შეთანხმებას აქ გავაფორმებთ.

- პარტნიორობაში რა იგულისხმება?

- გამორჩეულ ბავშვებს, მწვრთნელებს და მედპერსონალს სტაჟირებაზე გავუშვებთ. თუკი ამ დროისთვის მეორე ბუნდესლიგაში გადასვლას მოახერხებენ, საუკეთესო ფეხბურთელს დაიტოვებენ და საქართველოს მომავალი ტაობის გაზრდაში დაეხმარებიან. ერთი სიტყვით, ჩვენთვის "მაგდებურგი" ევროპული ტრამპლინი უნდა გახდეს.

- "მაგდებურგი" კი არის ისტორიული კლუბია, მაგრამ პროფესიონალურ გუნდთან ჯერ მხოლოდ საფეხბურთო სკოლით ითანამშრომლებთ?

- 1992-93-წლიანების ბაზაზე, მალე პროფესიონალური კლუბი ჩამოყალიბდება. ფეხბურთელებთან კონტრაქტები გავაფორმეთ, ხელფასები დავუნიშნეთ და საქმე ადგილიდან დაიძრა. ეს გუნდი ამჟამად ჭაბუკთა ლიგაში "მერანის" სახელით გამოდის.

სკოლა უნდა იყოს ნიჭიერი ბავშვების გამზრდელი და მომწოდებელი. შემდეგ ვითარებას შევხედავთ, ღირს თუ არა უფრო დიდ სარბიელზე გამოჩენა.

სკოლას წარმატებით ხელმძღვანელობდა კახა ამირიძე, რომელიც ახლა დირექტორად დაინიშნა, მთავარ მწვრთნელად კი, ერთი წელია, გიორგი დევდარიანი დაინიშნა. დათო პეტრიაშვილი უცხოეთთან ურთიერთობას მიხედავს. სკოლის მეპატრონე "იბერია ბიზნეს ჯგუფი" სოლიდური ორგანიზაციაა და ერთობლივ ძალებით, ვფიქრობ, ძლიერ სკოლას და კლუბს ჩამოვაყალიბებთ.

- კი მაგრამ, ამ დიდ გეგემებს "საბურთალოს"'სკოლის ხუთი მინი-მოედნით შეეჭიდეთ? რომელი სოლიდური კლუბის ჩამოყალიბებაზეა საუბარი?

- მრავალწლიანი არენდით სამედიცინო უნივერსიტეტის სტადიონი გადმოგვეცა, სადაც, სექტემბრისთვის, ახალი თაობის ხელოვნური საფარის დაგებას და ტრიბუნების მოწყობას ვაპირებთ. ვფიქრობ, ეს იქნება თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო და ლამაზი სტადიონი.
 

გაზეთი "ლელო" - 27.01.2008

 


 

გვერდზე 10 ნიუსი

 
  1  -  2  
 
  მთავარი გვერდი    კლუბის ისტორია    ჩვენს შესახებ    ადმინისტრაცია    ინფრასტრუქტურა    გუნდები    სპონსორები    კონტაქტი  
 

 

 :: FC SABURTALO ::

  Copyright C 2008 FC Saburtalo - Best viewed with MSIE 5.0 and more - 1024x768 resolution. All rights reserved. Powered by WebState.Info