|
|
| |
|
საფეხბურთო
სკოლა "საბურთალო" 2000
წლის 20
ოქტომბერს
იოსებიძის
ქუჩაზე
მდებარე 162-ე
საჯარო
სკოლაში
გიგა
არევაძემ,
ქართლოს
ჭუმბურიძემ
და
მამუკა
კვარაცხელიამ
დააფუძნეს,
პირველი
დირექტორი
კახა
ჭუმბურიძე
გახლდათ. |
|
2005
წელს
სკოლის
მეპატრონე
შეიცვალა: "საბურთალო"
ცნობილმა
ჰოლდინგმა,
"იბერია
ბიზნეს
ჯგუფმა"
იყიდა.
აქედან
სკოლის
განვითარების
ახალი
ეტაპი
დაიწყო.
კლუბი
ამჟამად
ასე
იწოდება -
გიორგი
ნემსაძის
სახელობის
საფეხბურთო
სკოლა
"საბურთალო". |
|
სკოლის
სახელი
მხოლოდ
უბნის
სახელიდან
გამომდინარე
არ
შერჩეულა.
მიგვაჩნია,
რომ
თბილისში
საჭიროა
უბნური
ფეხბურთის
განვითარება.
ამის
საუკეთესო
მაგალითი
თბილისის
"ამერია",
რომლის
საშინაო
მატჩებისას
ტრიბუნები
ყოველთვის
სავსეა. |
|
საბჭოური
სტრუქტურების
თანამედროვე
ფორმებით
შეცვლას
დრო
და
გარემო
გვკარნახობს.
უბნური
კლუბები
მსოფლიოს
ყველა
დიდ
ქალაქში
არსებობს.
საქართველოს
პატარა
ქალაქებში,
უმთავრესად,
ერთი
გუნდია
და
მას
მაყურებელი
ჰყავს,
თბილისში
ბევრია
ჩამოყალიბებული
და
მაყურებლის
მოზიდვა
ახალი
მიდგომითაც
შეიძლება.
თუმცა,
ეს
ერთ-ერთი
ფაქტორია
და
არა
ერთად-ერთი,
მთავარი,
მაინც
ძლიერი
კლუბია. |
|
მიუხედავად
იმისა,
რომ
"საბურთალო"
ახლად
დაარსებული
სკოლაა,
ბევრი
სასიკეთო
საქმე
მაინც
გაკეთდა.
ჩვენთან
მრავალ
კვალიფიციურ
მწვრთნელს
უმუშავია
და
დღესაც
ასე
გრძელდება. |
|
2003/04
სეზონში
თბილისის "დინამომ"
ქართული
გუნდებისთვის
არნახულ
სიმაღლეს
მიაღწია
-
უეფას
თასის
ჯგუფურ
ეტაპზე
მოხვდა, 2003
წელს "თანამეგობრობის
თასს"
დაეუფლა, 2004
წელს
კი -
საქართველოს
თასს. |
|
ამ
წარმატებების
სულისჩამდგმელები
"საბურთალოსთან"
უშუალო
შეხება
ჰქონდათ
და
დღემდე
აქვთ:
"საბურთალოს"
ვიცე-პრეზიდენტი
დავით
პეტრიაშვილია,
გენერალური
დირექტორი
კახა
ჭუმბურიძე,
გია
გეგუჩაძე
კი "საბურთალოში"
მომავალი
თაობის
აღზრდას
ემსახურებოდა.
ამჟამად
ბატონი
გია "გაგრას"
მწვრთნელია. |
|
სკოლის
დამფუძნებელი
მამუკა
კვარაცხელია
უეფაში
მედია-ოფიცრის
რანგში
საქმიანობს
და
ჩემპიონთა
ლიგის
თამაშებს
ემსახურება. |
|
"საბურთალოში"
მუშაობდა
კობა
ჟორჟიკაშვილი.
მისი
ხელმძღვანელობით
საქართველოს 17-წლამდელთა
ნაკრები
ევროპის
ჩემპიონატის
ფინალურ
ეტაპზე
გავიდა,
იტალიის
ქალაქ
ლილიანოში
გამართულ
ევროპის
ახალგაზრდობის
ოლიმპიურ
თამაშებზე
კი
გაამარჯვა.
|
|
"საბურთალოს"
ყოფილი
მწვრთნელი
გია
ჭიაბრიშვილი
"გაგრის"
დუბლების
მთავარი
მწვრთნელია,
თბილისის
"დინამო-2"
ჩააბარეს
დავით
კევლიშვილს. "ლოკომოტივის"
მთავარი
მწვრთნელის
ასისტენტია
ზაზა
ზამთარაძე. |
|
ჩვენმა
გაზრდილებს
საქართველოს
სხვადასხვა
ნაკრებებში
უთამაშიათ:
საქართველოს
ეროვნული
ნაკრებისა
და
გელზენკირხენის
"შალკეს"
წევრი
ლევან
ყენია,
ადრეულ
ასაკში, "საბურთალოში"
ვარჯიშობდა.
ასაკობრივი
ნაკრებების
წევრები
არიან
"საბურთალოს"
გაზრდილები
თამაზ
ჩარგეიშვილი (1989),
ერეკლე
კაჭახიძე
(1991)
და
ერეკლე
ახალბედაშვილი (1991). |
|
ამჟამად
მომავალი
თაობის
გაზრდას
ემსახურებიან
გიორგი
დევდრიანი
და
გურამ
ჩომახიძე.
მათ
ხელში
ბევრი
ცნობილი
მოთამაშე
დაოსტატდა:
ჯაბა
კანკავა,
ზაალ
ელიავა,
სანდრო
იაშვილი,
გოჩა
ხოჯავა,
რეზო
გეწაძე,
ბესიკ
მიქიაშვილი
და
ა.შ. |
|
გიორგი
დევდარიანის "თბილისმა" 2004
წელს
უეფას
თასის
საგზური
მოიპოვა.
რაც
მთავარია,
გუნდმა
მცირე
პერიოდში
ლამაზი,
გამართული
და
ეშხიანი
ფეხბურთით
უამრავი
მაყურებელი
მიიზიდა.
ორი
წლის
განმავლობაში "თბილისიდან"
ეროვნულ
და
ახალგაზრდულ
ნაკრებებში
თხუთმეტი (?!)
ფეხბურთელი
მიიწვიეს.
ეს
დევდარიანის
კვალიფიკაციაზე
მეტყველებს. |
|
|
|
|
|
"საბურთალოს" მიღწევები |
|
|
|
2001
წელს
1991
წელს
დაბადებულთა
გუნდმა,
რომელშიც
ლევან
ყენია
თამაშობდა, "ბენდელას
თასის"
ბავშვთა
ტურნირში
გაიმარჯვა. |
|
2002
წელს
ბათუმში
დავით
ყიფიანის
სახელობის
თასის
გათამაშება
ჩატარდა,
რომელშიც
"საბურთალოს" 1991-წლიანთა
გუნდმა
გაიმარჯვა. |
|
დღეისათვის
გიორგი
დევდარიანი
1992-93
წლებში
დაბადებულ
ბავშვებს
ავარჯიშებს.
გუნდი
ჭაბუკთა
ლიგის
შესაბამის
ასაკობრივ
ტურნირში
წარმატებით
ასპარეზობს. |
|
თუმცა,
ეს
ყოველივე
დიდი
გზის
მხოლოდ
დასაწყისია,
რომლის
გავლაც
ჩვენი
კლუბის
დაარსების
მთავარი
ამოცანაა. |