|
|
| |
|
ჩვენ
მოვდივართ
ქართული
ფეხბურთიდან
და
მივდივართ
ქართული
ფეხბურთისკენ. |
|
ფეხბურთის
თამაში
პატარა
ეზოში,
პატარა
ბიჭებით
იწყება.
მერე
ეს
ბიჭები
გაიზრდებიან,
მთელი
ქვეყნიდან
საუკეთესოები
შეიყრებიან
და
ბურთაობას
დიდ
მოედანზე
აგრძელებენ. |
|
გვინდა,
რომ
ამ
ღირსეულ
ადამიანებში
ჩვენი
სკოლის
გაზრდილებიც
მოხვდნენ
და
საქართველოს
მომავალ
გამარჯვებაში
თავისი
წვლილი
შეიტანონ. |
|
გვინდა,
რომ
დაგვიბრუნონ
18
ნოემბერი, 13
მაისი,
ჩემპიონობის
აღნიშვნის
და
თასების
აწევის
ულამაზესი
ეპოქა. |
|
"საბურთალო"
უბნის
გუნდია,
მაგრამ
ის
საქართველოსთვის
ჩამოყალიბდა.
ჩვენ
მოვდივართ
ქართული
ფეხბურთიდან
და
მივდივართ
ქართული
ფეხბურთისკენ.
იმისკენ,
რაც
ჩვენი
ხალხისთვის
მხოლოდ
სპორტის
ერთი
რიგითი
სახეობა
არასდროს
ყოფილა.
|
|
საქართველოში
ფეხბურთი
თავისუფლების
მოყვარული
ერის
საუკეთესო
თვისებების
წარმოჩენის
ერთ-ერთი
უპირველესი
საშუალება
იყო
და
არის.
|
|
მოვდივართ
მდიდარი
საფეხბურთო
ისტორიიდან
და
გვსურს,
მომავალში
კიდევ
უფრო
დიდი
ისტორიის
თანამონაწილენი
გავხდეთ. |
|
ჩვენ
საქართველოსთვის,
ხალხისთვის,
მისი
ღირსებისა
და
სიხარულისთვის
უნდა
ვითამაშოთ! |
|
და
ეს
სულაც
არაა
უბრალო
თამაში. |
|
ყველაფერი
კი
უბნიდან,
საფეხბურთო
სკოლიდან
იწყებოდა
და
კვლავ
დაიწყება. |